პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მისი პარტიისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "გირჩი" ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არც მალავს.
"ოცნებას ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო. ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა.
რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?"- წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე.
პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
მეგრელიშვილის განცხადებით, შეხვედრის თემატიკა პოლიტპატიმრები და საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო.