გიორგი შენგელაიას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების, ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას გვერდით დღეს დაკრძალავენ.
კინორეჟისორს ანჯაფარიძის ქუჩიდან, გიორგი შენგელაიას საცხოვრებელი სახლიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
გიორგი შენგელაია 17 თებერვალს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.