"ყველა, ვინც ამ ციხეში ზის არის პოლიტპატიმარი," - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან გაკეთებული პირველი კომენტარის დროს განაცხადა.
მერაბიშვილის თქმით, "წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ყველა პოლიტპატიმარისთვის ფართოდ გაიღება".
ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათი ღირსება აღდგეს.
"აუცილებელია ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი სჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება. ყველა ვინც ამ ციხეში ზის არის პოლიტპატიმარი.
მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.