სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან დილიდან იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილის მეგობრები და პოლიტიკოსები. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებიც.
მათი შეფასებით, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი პოლიტპატიმარი იყო.
"რა თქმა უნდა პოლიტპატიმარი იყო. შეფასებით ამას საზოგადოება შეაფასებს. შეკრებილები ვართ მეგობრები, ყოფილი პოლიციელები. ნაწილი პარტიის წევრები არიან,"- აღნიშნა მერაბიშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა შოთა ხიზანიშვილმა.
"პირველ რიგში მიზანი არის სოლიდარობა გამოვხატოთ ჩვენი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ. აქ ყოფილი პოლიციელები არიან შეკრებილები და გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვანო თავისუფლდება და ტოვებს საპყრობილეს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძნებელმა ირაკლი ქადაგიძემ.