18 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
პანკისში მომხდარი სისხლიანი გარჩევა - თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში პანკისში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილი და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. მოწმის სახით, ახმეტის პოლიციის დუისი განყოფილების თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა დეტალურად გაიხსენა გასული წლის 27 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. ბრალდების მოწმესთან კითხვები ჰქონდა როგორც მოსამართლეს, ასევე ადვოკატს და პროკურორს. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები. შემდეგი პროცესი 10 მარტს 16:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რაა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. 

დღის ამბები