18 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისის რეისები 50%-ით შეამცირა

კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუვეითიდან და თურქეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები შეამოწმეს კორონავირუსზე და ფაქტი ამ დროისათვის არ დადასტურებულა. მგზავრები თავს კარგად გრძნობენ.

ისინი აცხადებენ, რომ სპეციალური კამერები ჰქონდათ ჩართული და ისე ამოწმებდნენ მათ ექიმები. 

დღის ამბები