18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოებამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოებამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, კონფერენციაზე საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია განიხილეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მოსახლეობამ კორონავირუსის შესახებ უნდა იცოდეს.

"აქცენტი გაკეთდება იმაზე თუ საზოგადოებრივ ადგილებში რა წესები უნდა დავიცვათ და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ მივცეთ ამ ვირუსს შემდგომი გავრცელების საშუალება," - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, გელა მგელაძემ. 

როგორც "წითელი ჯვრის" ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი აქტიურად ერთვებიან ვირუსთან ბრძოლის პროცესებში. 

"მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა "წითელი ჯვარი" და "წითელი ნახევარმთვარე" აქტიურად არიან ჩართულები მედპერსონალთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროცესში," - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნათია ლოლაძემ.

დღის ამბები