18 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"აუცილებელი იყო პროცესები ქუჩის პროტესტის ნაცვლად პარლამენტში გადასულიყო" - ლუიზა ვინტონი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.

ლუიზა ვინტონის შეფასებით, პროცესების პარლამენტში გადატანა მნიშვნელოვანია.

"მოხარული ვართ, რომ გარკვეული შეთანხმება დაიწყო. აუცილებელი იყო პროცესები პარლამენტში გადასულიყო ქუჩის პროტესტის ნაცვლად. ეს სისტემა ქალბატონებს უკეთეს შესაძლებლობას მისცემს პოლიტიკაში მონაწილეობისთვის,"- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

დღის ამბები