18 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
პოლიტიკურ ჯგუფებში დაბრუნებას აღარ ვაპირებ - დიმიტრი ცქიტიშვილი

როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ამ საკთხზე პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვები მიმდინარეობს.

როგორც ოპოზიციაში ამბობენ, დღის წესრიგში კოალიციური გაერტიანების შექმნის აუცილებლობა დადგება, ამიტომ პოლიტიკური ძალები პროცესს მომზადებული უნდა შეხვდნენ, ამიტომ პოლიტიკური ძალები პროცესს მომზადებული უნდა შეხვდნენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრობლობა მისთვის საინტერესო არ არის.

"ამ ეტაპზე ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა. ვნახოთ, როგორ დალაგდება მოვლენები მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ რადგან ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ წამოვსულიყავი პოლიტიკური ჯგუფიდან მე იქ დაბრუნებას აღარ ვაპირებ,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ პარტიები განცხადებებს თავად გააკეთებენ.

"ის მაგიდა, რომელიც ლეიბორისტულ ოფისში იკრიბებოდა, რაიმე მსხვილ კოალიციად არ გადაიქცევა ეს ყველამ ვიცით. რომელი პარტია ვისთან იქნება ამაზე განცხადებებს თავად პარტიები გააკეთებენ,"- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კოალიციის შექმნას არ აპირებს.

"არავისთან კოალიციის შექმნას არ ვაპირებ და სხვა ვინ შექმნის და როგორ მოიქცევა ეს არის მათი პრობლემა. ჩვენ რასაც ვიძახით და რა პროგრამასაც ვაყალიბებთ რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ პოლიტიკური მოთამაშისგან ვინც ახლა გვყავს,"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღის ამბები