როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვები მიმდინარეობს.
2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ გამარჯვება მათ ხელში იქნება, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი 40%-ზე გაცილებით მეტ ხმას მიიღებენ და შესაბამისად, მათ არ დასჭირდებათ კოალიციის შექმნა რომელიმე პარტიასთან.
"ქართულ ოცნებას" საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა გააჩნია.
როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ 1 და 5%-იან ბარიერზე, ჩვენ ვსაუბრობდით 40%-იანზე. ამიტომ, ცხადია, "ქართული ოცნებისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს იმ გამოწვევის მიღება, რომელიც 41%-ზე მეტის მხარდაჭერას გულისხმობს ჩვენს საზოგადოებაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.