18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ვინ ვის შეეკვრება 2020 წლის მოწვევის პარლამენტში - პარტიები კოალიციების პერსპექტივაზე მსჯელობენ

არჩევნების შემდეგ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოხვედრის სურვილი დიდ პარტიებთან ერთად მცირე პარტიებსაც აქვთ. თუმცა ახლა მთავარი კითხვა ისაა, ვინ ვისთან პარტნიორობისთვის არის მზად.

კოალიციის პერსპექტივა მას შემდეგ უფრო რეალური გახდა, რაც სრულიად ოპოზიციური სპექტრი ერთ მაგიდასთან აღმოჩნდა და საერთო ენა გამონახა. მსხვილი მოთამაშეები დემოკრატიული ხედვის პარტიებთან თანამშრომლობას გეგმავენ, მათთან, ვისთანაც საკვანძო საკითხებში ერთიან ხედვაზე შეჯერება არ გაუჭირდებათ. თუმცა, მკაფიო პასუხს ოპოზიციას კონფიგურაცია უჩვენებს.

არასტანდარტული პოლიტიკური სიტუაცია ოპოზიციაში იმის ნიშანია, რომ ქვეყანა სრულიად ახალ პოლიტიკურ ეტაპზე გადადის, ისეთზე, რომელზეც აქამდე არ ყოფილა. ეს კი პარტიების ნაწილისთვის ორპოლუსიანი პოლიტიკის დასასრულადაც აღიქმება. ასე მიიჩნევს, მაგალითად "ლელო", რომელიც არჩევნებამდე დამოუკიდებლად მივა, არჩევნების შემდეგ კი ივანიშვილთან და სააკაშვილთან აფელირებული პარტიების გარეშე გეგმავს პოლიტიკურ საქმიანობას. წითელი ხაზები არ აქვს "გირჩს", სადაც პარტნიორობის მთავარ საფუძვლად კონკრეტული მიმართულებებით ერთიან ხედვას და სანდოობას ასახელებენ.

ახალი პარტიების მსგავსად, კოალიციებზე უკვე მსჯელობენ ისინიც, ვისაც ეს ეტაპი აქამდეც არაერთხელ გაუვლია.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტში კვლავ დაბრუნებას მხოლოდ მანდატებისთვის არ გეგმავს, ნინო ბურჯანაძის თქმით, ამოცანა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გავლენის ბერკეტია, პარტიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა.

"ლეიბორისტები" მთავარ მიმართულებად დასავლურ კურსს ასახელებენ, მთავარ პარტნიორად კი ყველას, "ოცნების" გარდა.

ისინი, ვინც ხელისუფლებას აქამდე გაემიჯნენ, თუმცა მანდატები შეინარჩუნეს, თანამშრომლობაზე განსხვავებული აზრის არიან. ნაწილი იდეოლოგიურ კავშირს ვერავისთან ხედავს და დაკავშირებას ყველასთან გამორიცხავს, ნაწილმა კი ამ ეტაპზე მხოლოდ ის იცის, რომ ძველ გუნდში არ დაბრუნდება.

ხელისუფლებაში კოალიციას არც კი განიხილავენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ უმრავლესობის დასაკომპლექტებლად საჭირო ხმებზე გაცილებით მეტის მოპოვებას შეძლებენ. მყარი უმრავლესობა და მთავრობის ინდივიდუალურად დაკომპლექტება "ოცნებას" რეალისტურ პერსპექტივად მიაჩნია.

იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს, პოლიტიკურ ჯგუფს მაჟორიტარულ ოლქებში დაწინაურებასთან ერთად 40% -ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება მოუწევს.

დღის ამბები