18 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ვლადიმერ პუტინს პოსტზე ზედიზედ მესამედ კენჭისყრის უფლება ექნება

რუსეთის დუმამ საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას მხარი დაუჭირა. ცვლილებას ხმა 380-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი 43 იყო. ამ გადაწყვეტილებით ვლადიმერ პუტინს, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადას უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება, პრეზიდენტის პოსტზე ზედიზედ მესამედ კენჭისყრის უფლება ექნება.

დუმაში სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა განაცხადა რომ რუსეთს ძლიერი საპრეზიდენტო ვერტიკალი სჭირდება, რათა ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს. პარლამენტში კანონპროექტი პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატებმა დაარეგისტრირეს.

დღის ამბები