18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
კორონავირუსი და საქართველოს ეკონომიკა - საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს ექსპერტები აფასებენ

პრობლემები,  რომელსაც კორონავირუსის გავრცელება მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკას უქმნის,  მთავრობას აიძულებს ეკონომიკაში მეტი ინტერვენცია განახორციელოს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს ექსპერტები აფასებენ. თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მთავრობის მიერ ბიზნეს სექტორის დასახმარებლად მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას დადებითად აფასებს:

"მილიარდიანი პაკეტის შეთავაზება ბიზნეს სექტორისთვის არის ნაწილობრივ ფიკალური, მაწილობრივ მასტიმულირებელი ინიციატივა,  რომელიც ცალსახად მიმართულია ეკონომიკის არშენელებისკენ. ლარის გაცვლით კურსთან მიმართებაში კი არსებობს სხვა ინსტრუმენტები, როგორიც არის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები და ეროვნული ბანკი უნდა ეცადოს უკვე რომ მოკლევადიან პერიოდში შეზღუდოს ლარის მასშტაბური გაუფასურება," - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი შოთა გულბანი, ხელისუფლებას ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებას ურჩევს:

"უნდა იქნას გათვალისწინებული იმ წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე შეიმუშავეს გარკვეული სარეკომენდაციო მოქმედების გეგმა, გარდაუვალი იქნება სამთავრობო ინტერვენციები ბიუჯეტიდან. იაფი სესხის შეთავაზების პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და ამ მხრივ ეროვნული ბანკის როლის გაქტიურება," - განაცხადა შოთა გულბანმა

დღის ამბები