18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს - ლაშა ჟვანია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ისრაელში ლაშა ჟვანიას განცხადებით, აპრილის თვეში ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა იგეგმება.

"დღეისათვის საელჩოში შემოსული არის 540-ზე მეტი ზარი ჩვენი მოქალქეების, რომელიც ისრაელში იმყოფებიან. მათ სურთ საქართველოში დაბრუნება. ბუნებრივია ყველა ათვიცნობიერებს იმას რომ 500 ადამიანის წამოყვანა შეუძლებელი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში. გვყავს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, მათ შორის არის 6 ბავშვი, რომელიც სწავლობენ ისრაელის სხვადადსხვა სასწავლებლებში. მაქსიმალურ კავშირში ვართ მათ პედაგოგებთან. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ აპირილის თვეში ერთი ფრენა მაინც განხორციელდეს," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

როგორც ჟვანიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, ისრაელში აკრძალვებთან დაკავშირებით იგივე მდგომარეობაა, რაც არის საქართველოში.

მისივე თქმით, ისრაელში საეკლესიო პირები მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

რაც შეეხება, წმინდა ცეჟზიარების წესი მაცხოვარმა დაადგინა და არავის არ ძალუძს, რომ ეს შეცვალოს. თუკი ამას შეცვლის ვინმე, მაშინ ის ეკლესია აღარ იქნება. ამიტომ ეკლესიას ვერ მოვთხოვთ იმას, რომ მოჭრას ის ფესვი და ის ტოტი, რომელ ფესვზეც არის აღმოცენებული. ამიტომ შეუძლებელია ამაზე საუბარი, ასე იქნება უკუნისამდე, ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა ჟვანიამ.

დღის ამბები