18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა რეგიონისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებს ყოველდღიურად ამოწმებს - ინფორმაცია ამის შესახებ სეს-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. 

სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. მათი განცხადებით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, დღეის მდგომარეობით, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, მათ შორის, რეგიონებში.  ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. 
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

დღის ამბები