18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ინიციატივას" - კახა კალაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს სოლიდარობის აქტს შეუერთდნენ

კახა კალაძე თანაგუნდელებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს სოლიდარობის აქტს შეუერთდნენ. როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" გუნდი მზად არის, დამატებითი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში.

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩვენი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ იმ ინიციატივას, რომელიც იქნა გუშინ გაჟღერებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

სოლიდარობის აქტს შეუერთდა თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი.

"საკრებულოს უმრავლესობის წევრები უერთდებიან აღნიშნულ ინიციატივას და მზად ვართ ჩვენი მომავალი სამი თვის ხელფასის მესამედი გადავრიცხოთ სპეციალურად შექმნილ ფონდში COVID-19-თან ბრძოლისთვის,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ინიციატივას უერთდება აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. 

დღის ამბები