დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა რიცხვი 47 000 გასცდა, დაღუპულია 5 000-მდე ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის მეორედ გადაიყვანეს. ახალი კორონავირუსი ჯონსონს დაახლოებით 10 დღის წინ დაუდასტურდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა ჰქონდა დედოფალ ელისაბედს. ეს ისტორიის განმავლობაში დედოფლის მეხუთე სპეციალური მიმართვაა.
ელისაბედ მეორემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, მოხალისეებს და თითოეულ ბრიტანელს, რომელიც სახლში რჩება და ამით ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
"არაერთი გამოწვევის წინაშე ვმდგარვართ, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა. ბრიტანეთი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ერთად დგას ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ გავიმარჯვებთ. უკეთესი დღეები დაბრუნდება. ჩვენ ისევ შევხვდებით მეგობრებს, ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით," - განაცხადა დედოფალი ელისაბედმა.