აჭარაში მოძრავი მობილური ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიის საშუალებით მოხდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა დადგენა.
სამინისტროს სსიპ "ლაბორატორიის" ფიტოსანიტარული განყოფილების მთავარი სპეციალისტი ამბობს, რომ ფერმერებს რეკომენდაციები ეძლევათ, რა პრეპარატები გამოიყენონ მსგავსი მავნებლების წინააღმდეგ.
მობილური ექსტენციის სერვისის განვითარების პირობებში მოძრავი ლაბორატორია მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს თითოეული ფერმერისათვის, რაც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი მისი წარმატებით რეალიზაციის და ფერმერთა შემოსავლების ზრდის საქმეში.