4 თვის წინ საქართველო მსოფლიო რუკაზე ყვითელი ნიშნულით, ანუ ყველაზე დაბალი ხარისხის ჰაერის მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ეს მანამ, ვიდრე მსოფლიოში ახალი კორონავირუსი გავრცელდბოდა.
უახლესი მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერის დაბინძურების ყვითელი მაჩვენებელი უსაფრთხო ლურჯმა ნიშნულმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, თითქმის ყველა ქვეყანა ეკოლოგიურად უსაფრთხო გახდა. ახლა შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერია - აზოტის ოჟანგის ნიშნულის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებლით.
კომენდანტის საათი და საღამოს 9 საათის მერე გაჩერებული ტრანსპორტი, ექსპერტთა თქმით, პირდაპირპროპორციულია მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს გამოწვევა ახლა მთავრობას აიძულებს, სატრანსპორტო პოლიტიკა შეცვალოს.
რაც უფრო ნაკლები იქნება ადამიანის ჩარევა გარემოში, მით უკეთეს ბუნებაში ვიცხოვრებთ - ასეთი ფორმით მოუწოდებს ბუნების დაცვისკენ მოსახლეობას მოძრაობა "მწვანე ალტერნატივას" ხელმძღვანელი. მანანა ქოჩლაძეც სატრანსპორტო საშუალებების გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ მხრივ ერთ-ერთ რთულ პრობლემად ქალაქ რუსთავში არსებულ ქარხნებს ასახელებს. მიუხედავად ჰაერის ხარისხის დადებითი მაჩვენებლისა, მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას არ გაატარებს, პანდემიის დასრულების შემდეგ ხარისხის მაჩვენებელი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
ახლა მსოფლიო სუფთა ჰაერს სუნთქავს, პანდემიის დასრულების შემდეგ კი სამყარო ახალი გამოწვევის წინაშე დადგება - როგორ დაიცვან და შეინარჩუნონ ჰაერის მაღალი ხარისხი, რაც პირდაპირ დაკავშირებული აღმოჩნდა დედამიწის ქერქის ვიბრაციების შეცვლაზე. ოზონის ქერქის, ანუ დედამიწის ფარის აღდგენა კი თავის მხრივ, ნაკლებ მიწისძვრას გულისხმობს.