პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის უცვლელია.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს რომელიც ლენტეხიდან გადმოიყვანეს ორმხრივი პნევმონია აქვს.
"ამ ეტაპზე კლინიკაში 64 პაციენტი წევს. მოგეხსენებათ, რომ როდესაც პაციენტებზე უარყოფითი პასუხი მოდის ისინი საკარანტინო ზონაში გადადიან. ამ ეტაპზე COVID-ინფიცირებული 53 შემთხვევაა, ახალი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ლენტეხიდან ჩამოყვანილ პაციენტს, მას ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, შედეგად გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია და ის თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.
ყველა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დილასთან შედარებით უცვლელია," - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკასთან განცხადება.