"რომელი სასულიერო პირიც არის თანახმა ტესტირებაზე, დავიწყოთ იმათი ტესტირებიდან," - ამის შესახებ ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ეკლესია სწორად იქცევა, როცა არ ცვლის ღვთისმსახურების წესს.
"ჩვენი ეკლესია აკეთებს ძალიან სწორად, ღვთისმსახურებებს რომ არ ცვლის. არავის არ ვეძახით მოდითო, მაგრამ ხომ ხედავთ, ხალხი თვითონ მობრძანდება. თუ მოვიდა კაცი, უნდა მიიღო," - განაცხადა დღეს მეუფე იაკობმა.