18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა აჭარაში - ინფიცირებული შუახნის ქალია

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში - ინფიცირებული შუახნის ქალია. ის  საკარანტინო სივრციდან ტემპერატურის გამო ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც COVID-19 დაუდასტურდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს იმპორტირებული შემთხვევაა და ქობულეთის კლასტერთან კავშირი არ აქვს.  

ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 28 პირს დღეს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. ანალიზის პასუხები დღის ბოლის გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან სულ 350-მდე კონტაქტი იქნა მოძიებული. ყველა საეჭვო კონტაქტს ეტაპობრივად უტარდება კორონავირუსზე კვლევები. კონტაქტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. 
 

დღის ამბები