18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
თბილისის ორ კლინიკაში ისევ კარანტინია - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალსა და კლინიკა "თიმში" პაციენტებს აღარ იღებენ

თბილისის ორ კლინიკაში ისევ კარანტინია - ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალსა და კლინიკა "თიმში" პაციენტებს აღარ იღებენ. გარდა ამისა, მედპერსონალს ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური აღჭურვილობით უწევს.

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ დაწესებულებაში 6 აპრილს შევიდა და 6 დღე გაატარა. COVID-19-ის დადასტურების შემდეგ ის პროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, დადგენილია 30 კონტაქტი, მათ შორის არიან ექიმები, სამორიგეო ბრიგადის წევრები, რეგისტრატურის თანამშრომლები და ტექნიკური პერსონალი. ყველა მათგანი კარანტინსა და თვითიზოლაციაშია.

"პაციენტი შემოვიდა ჩვენთან 6 აპრილს, იგი იმყოფებოდა ჩვენთან გუშინდელ დღემდე. კონტაქტებად ვინც ითვლება რეკომენდაციით, ეს პირები გამოყოფილია. უმრავლესობა  არის დაკვირვების ქვეშ. 20-30 ადამიანი, ვინც უშუალოდ იყო მორიგე ბრიგადების შემადგენლობაში, ამ 6 დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საყურადღებო არიან ეს პირები,“ - განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის დირექტორმა, ეკატერინე სანიკიძემ. 

დღის ამბები