საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ.
მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება.
დღის პირველ ნახევარში, საპატრიარქოში, სავარაუდოდ, სასულიერო პირებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართა - "კურიერის" კამერამ რამდენიმე სასულიერო პირი დააფიქსირა, რომლებიც საპატრიარქოს ეზოში მანქანებით შევიდნენ.
შეხვედრა ილია მეორესა და სინოდის გარკვეულ წევრებს შორის ჯერ კიდევ წინა კვირას იყო დაანონსებული. მთავარი თემა საგანგებო მდგომარეობის დროს სააღდგომო მსახურება და სასულიერო პირების ტესტირება უნდა ყოფილიყო.