თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 68 გამოჯანმრთელებული პაციენტია. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 1 გამოჯანმრთელებული შეემატა.
"ქვეყნის მასშტაბით უკვე 68 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. დღეს ჩვენ დაგვემატა 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი. დადასტურებული შემთხვევები არ დამატებულა - კვლავ 266-ია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღის მანძილზე არ შეცვლილა. დღის მეორე ნახევარში 11 პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებით,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.