საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტს განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც მერის ცოლია, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.
შემთხვევის გამო, ცენტრში იზოლაცია გამოცხადდა, 150-მა ექიმმა შემოწმება გაიარა და კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ასევე არ დაინფიცირდა საჩხერის მერი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. საჩხერეში ჯამში, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.