18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, დეტალებზე კი ხვალ ვისაუბრებთ - ანდრია ჯაღმაიძე

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების შესახებ საპატრიარქოს საბოლოო პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ ღვთისმსახურება ჩატარდება, დანარჩენ დეტალებს კი ხვალ იტყვიან.

დეკანოზმა კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის შესახებაც ისაუბრა.

"მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში. როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების მერე იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის შემდეგ მიმართა ექიმებს და ანალიზმა აჩვენა, რომ მას დაუდგინდა ვირუსი. მეორე დღეს მას მსახურება ჰქონია, თუმცა, ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ არ იყო. დანარჩენი მოძღვრები არიან თვითიზოლაციაში,"- განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზმა ისაუბრა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელზე, რომელსაც COVID 19 დაუდგინდა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ის საპატრიარქოს შიდა პერიმეტრზე არ გადაადგილდებოდა და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 

"ადამიანი, რომელიც დაინფიცირდა, ის ემსახურებოდა საპატრიარქოში შემოსასვლელ პუნქტს. შიგნით შენობაში ან თანამშრომლებთან მას სხვა შეხება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ამ შემოსასვლელ პუნქტში არეგულირებდა შემომსვლელებს,"- განაცხადა დეკანოზმა.

"კურიერი" გაესაუბრა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლსაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ტაძარში თავს დაცულად გრძნობენ, თუმცა არავინ უარყოფს, რომ COVID 19-ით ინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არის. 

დღის ამბები