18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
5G ინტერნეტი კორონავირუსს არ ავრცელებს - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია

დეზინფორმაციაა, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ან COVID-19-ს ავრცელებს - განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია აქვეყნებს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. უწყების ინფორმაციითვე, ქვეყანაში 5G ტექნოლოგია მალე დაინერგება:

"ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგიებზე გადის, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. 21-ე საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია, ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ," - ნათქვანია განცხადებაში.

დღის ამბები