გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 18 -20 აპრილს, სითბოს ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა 18–19 აპრილს, დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 20 აპრილს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს.
21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში, 18 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.