18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ილია მეორეს სამების ტაძარში უახლოეს წუთებში ელოდებიან

სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. მანამდე ტაძარში წაიკითხავენ სააღდგომო ეპისტოლეს და გაიმართება ლიტანიობა. ილია მეორეს სამების ტაძარში უახლოეს წუთებში ელოდებიან.

სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსის, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სოციალური დისტანცია არ დაირღვეს, ასევე სამების ოთხივე მხარეს დამონტაჟებულია გახმოვანების მოწყობილობა, რათა ღვთისმსახურებას ეზოში მყოფმა მრევლმაც უსმინოს.

სააღდგომო ღვთისმსახურების გარე გახმოვანებას კომპანია "ჯეოვოისი" უზრუნველყოფს.

კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი მოქმედებს, შესაბამისად, სააღდგომო ღვთისმსახურებაც განსხვავებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ექიმები მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა მათი ნაწილი ეკლესიებში მაინც მივიდა.

დღის ამბები