18 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდკრიზისი უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე- აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ფეისბუქში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და სოფელ ტახტისძირში ოკუპანტების მორიგ უკანონო ქმედებებს ეხმაურება.

"როდესაც ქართველები აღდგომას აღნიშნავენ საგანგებო ვითარებაში, კოვიდკრიზისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას საზღვრებზე. ეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ ვითარებას კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის. ნატო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში," – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები