ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ ტაძრებიდან ეპიდემია ვერ გავრცელდება.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააღდგომო ლიტურგიის დროს რეკომენდაციები დაცული იყო.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც სასულიერო პირი ასეთი წესრიგის, რაც ტაძარშია. შემოვედი და ტაძარში ეს ხალხი დავინახე, მართალი რომ გითხრათ გამიხარდა. არ შეიძლება ადამიანს უთხრა უბრალოდ - არა, უნდა აუხსნა ეს - არა, რას ნიშნავს. საბჭოთა კავშირში იყო ასე, არა და მორჩა.
ეპიდემიის თუ ვირუსის გადადების საფრთხე არ უნდა შევქმნათ. საზოგადოებას შიში აქვს, თითქოს აქედან სიკვდილს მივუტანთ. სიკვდილი აქ რჩება. როგორ შეიძლება აქედან პანდემია და ეპიდემია გავრცელდეს, პირიქით, ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება. მე არ ვამბობ, რომ არ მომეკარება, რადგან სასულიერო პირი ვარ, უბრალოდ ნაკლებად ვხდები ავად, მისტიკაზე არ ვლაპარაკობ," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.