18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა - ერთი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა - ამის შესახებ  თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, პაციენტები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

კახა ბეროზაშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა, მეორე ინფიცირებულის კონტაქტების შესახებ კი, ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

"კლინიკაში დადასტურებული ორი შემთხვევა იყო წუხელ, გუშინდელი შემთხვევებიდან. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეისთვის ვიღებთ 30 სინჯს. ერთი პაციენტის კლასტერი უცნობია ჩვენთვის. ერთი არის ბოლნისის კლასტერიდან," - განაცადა კახა ბეზოშვილმა.

დღის ამბები