18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
სეტყვა თელავში - ქალაქსა და შემოგარენში უამინდობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა

სეტყვა თელავში - ქალაქსა და შემოგარენში უამინდობა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სეტყვის შედეგად, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული კუთხით არაფერი დაზიანებულა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაზიანებულა. 

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტურად იმუშავა, შედეგად მრავალწლიანი ნარგავები გადარჩა. ამ მხრივ დაზიანება არ გვაქვს ქალაქშიც, იქ სადაც სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა," - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

დღის ამბები