18 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმ დარგების შერჩევაზე მუშაობს, რომელიც იმპორტის ჩანაცვლების კუთხით პერსპექტიულია

ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გუნდთან ერთად, სპეციალურ კვლევაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც უახლოეს პერიოდში, ის დარგები და წარმოება შეირჩევა, რომლებიც იმპორტის ჩანაცვლების თვალსაზრისით პერსპექტიულია და მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებენ. 

"კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით", - აღნიშნა ეკონომიკი მინისტრმა ნათია თურნავამ.

როგორც Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე აღნიშნავს, ახლა მთავარია ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც სამომავლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავენ და ახალ რეალობას მეტად მოერგებიან.

"ამ ეტაპზე ეკონომიკას ვავითარებთ ორი მიმართულებით. ჩვენ, ერთი მხრივ ვაფასებთ საიმპორტო კალათას იმ კატეგორიებით, რომლის ჩანაცვლებაც შეგვიძლია და რისი პოტენციალიც ქვეყანას რეალურად აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, საუბარი შეეხება იმ დარგებს, რომლებიც არიან სამომავლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომზიდველი და რომლებიც უფრო და უფრო მოერგებიან იმ ახალ რეალობას, რაც პოსტკრიზისულ ეტაპზე გვექნება. კვლევა დასრულებულია და სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა," - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

დღის ამბები