18 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
როგორ გადანაწილდება კრიზისული ბიუჯეტის თანხა - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დღეს გახდება ცნობილი

ხელისუფლება დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ სოციალური ფენისა და ბიზნესის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ. 

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ პანდემიის პირობებში 300 მილიონი ლარი ჯანდაცვის სექტორისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, ერთი მილიარდი კი ფიზიკური პირების დახმარების დაფინანსებისთვის დაიხარჯება.

ბიზნესის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებასა და გარკვეულ საშეღავათო პირობებს მოითხოვენ.

დღის ამბები