18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
​პანდემიის გამო დაშვებული გამონაკლისი - რამადანის პერიოდში საქართველოს მუფთი მოქალაქეებს სახლებში ლოცვისკენ მოუწოდებს

მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვას იწყებს. ტრადიციის მიხედვით, მეჩეთებში "თარავის" ლოცვა ყოველ საღამოს სრულდება, თუმცა წლევანდელი წელი პანდემიის გამო გამონაკლისი იქნება. რამადანის პერიოდში ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია. საქართველოს მუფთი, მოქალაქეებს სახლებში ლოცვისკენ მოუწოდებს.

"დადგა რამადანის თქვე, რომელიც მუსლიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან მთელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროება, ის ლოცვები, რომელიც რამადანის თვეში მეჩეთებში ჯგუფურად სრულდება, ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად, შესრულდება ოჯახებში, ვიდრე იქნება ეპიდემიის საშიშროება,"- განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთიმ, ადამ შანთიძემ.

დღის ამბები