ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის COVID 19-ის დიაგნოზით ქალაქის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მკურნალობდა და თანმხლები ქრონიკული დაავადება, დიაბეტი აწუხებდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.