ვანში განთავსებული ორი ბლოკპოსტი მოიხსნა. მხარის გუბერნატორის განმარტებით, ყველა კონტაქტის გამოიკვლიეს და ეპიდემიოლოგების შეფასებით, ინფექციის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შიდა გავრცელების ფაქტების გამო ვანში კონტროლი აპრილის დასაწყისში გამკაცრდა.
"ვანშიც იხსნება ბლოკპოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური. შესაბამისად, ეს ორი ბლოკპოსტი, რომელიც ორ შესასვლელ გასასვლელში იყო, ავიღებთ. საფრთხე შეიძლება, ნამდვილად, ვთქვათ, რომ აღარ არსებობს, იმიტომ, რომ, როგორც იცით, მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდეც შემთხვევები. მას მერე გავიდა ის პერიოდი, რა პერიოდის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მიიღეს,“ - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე.