18 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
რაც უფრო მკაცრი იქნება შეზღუდვები, მით უფრო ადვილია ეპიდემიის შეჩერება - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მოსალოდნელ მატებაზე

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობის რამდენიმე ათეულით მატებას ელოდებიან ეპიდემიოლოგები. რის შემდეგაც ქვეყანაში პიკი დადგება.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს არ მოადუნონ ყურადღება და დაიცვან რეკომენდაციები.

"დაიდო შედეგი, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანის რიცხვმა გადააჭარბა ახლადდაინფიცირებულების რიცხვს. ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამ ერთი ეპიზოდიდან ნუ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს. უახლოესი ერთი კვირის მანძილზე იქნება კიდევ ზრდა, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე ათეული დღეში და არა რამდენიმე ასეული. შემდეგ მივაღწევთ პიკს, ეს პიკი მინდა, რომ იყოს პლატო და არა ძალიან ციცაბო. შემდეგ ეს პლატო გაგრძელდება სავარაუდოდ ორი-სამი კვირა და შემდეგ უნდა წავიდეს დაღმავალი გზით ეპიდემია.

რაც უფრო მკაცრი იქნება შეზღუდვები და საგანგებო ღონისძიებები, მით უფრო ადვილია ეპიდემიის შეჩერება," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გუშინდელი მონაცემებით, პირველად 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე მეტი იყო. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 178 ადამიანია. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 517-ს შეადგენს.

დღის ამბები