18 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID ინფიცირებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID ინფიცირებულ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა.

განცხადება კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა გააკეთა.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომლესაც დადასტურებული ჰქონდა COVID – 19-ის დიაგნოზი და უკვე მესამე დღეს მესამე კვირაა მკურნალობდა კლინიკაში ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად ლაპერასკოპიული ქოლეცისტექტომია.

ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები. შევეცადეთ ტკივილი კუპირებულიყო კონსერვატული მკურნალობით, მაგრამ ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა," - აღნიშნა მაკა სონღულაშვილმა

დღის ამბები