18 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
მნიშვნელოვანი შეღავათებია, დარწმუნებული ვარ ბიზნესების უმეტესობა კმაყოფილი იქნება - კომპანიები ტურიზმის აღდგენის გეგმაზე

საქართველო პანდემიის პირობებში ტურიზმის აღდგენას იწყებს. დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. 

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის, "KMS Georgia"-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი გეგმას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ გათვალისწინებული შეღავათებით ბიზნესების უმეტესობა კმაყოფილი დარჩება. 

"პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ სიტუაცია იხსნება და ამუშავდება ტურიზმის სფერო. მართალია, თავიდან მხოლოდ შიდა ტურიზმით ვიწყებთ და შემდეგ უკვე საერთაშორისო ვიზიტორებით. მნიშვნელოვანი მიგნებებია იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხო ზონები შეიქმნება და საქართველოს კურორტებს მეტი დატვირთვა ექნებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია საშემოსავლოს გადავადება. მნიშვნელოვანია, სესხის ნაწილშიც შეღავათი და, რა თქმა უნდა, ქონების გადასახადიც. ამიტომ, უმეტესი ბიზნესები, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი იქნებიან ამ გეგმით. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტი რაღაც იყოს, მაგრამ, მთავარია, რომ უმეტესი ბიზნესი კმაყოფილი იქნება ამ შეღავათებით, რადგან საშემოსავლოს ნაწილით ისინი შეძლებენ საშემოსავლოს შენარჩუნებას და ამ თანხას სხვა საქმეს მოახმარენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სესხები ბიზნესის უმრავლესობას ეხება და კარგია, რომ სესხების ნაწილში მათ საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვთ, 20 მილიონამდე სესხის მქონეებს ეხება და ასევე, მნიშვნელოვანია, ქონების გადასახადის გაუქმება,"- განაცხადა მაია წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს, რომელიც სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები