18 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მთავრობამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა - როდის გახსნის საქართველო საზღვრებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმა წარადგინეს. როგორც გეგმის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის გახსნა 15 ივნისიდან იგეგმება, 1 ივლისისთვის კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მისაღებად უნდა მოემზადოს, რაშიც იგულისხმება ის რომ ამ თარიღისთვის ტურისტული სექტორი, სატრანსპორტო სექტორი, სახმელეთო საზღვრები, ისევე როგორც საჰაერო ფრენები ეტაპობრივად უნდა აღდგეს.

გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა იმ შეღავათებზე და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც ტურისტულ სექტორს აქამდე გაეწია და მომავალშიც იგეგმება. მათ შორის ხაზი გაესვა იმას, რომ განთავსების ობიექტები და ტურისტული კომპანიები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, საშემოსავლო გადასახადის გადავადება კი 2020 წლის ბოლომდე მოხდება. გეგმა ასევე ითვალისწინებს გიდების მხარდაჭერასაც, ასევე სახელმწიფო, სარესტორნო ბიზნესს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის დროს 30%-იან თანაუზრუნველყოფას ჰპირდება.

პირველი ივლისს იგეგმება სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, ასევე პირველი ივლისი დასახელდა ფრენების ეტაპობრივი აღდგენის თარიღადაც.

დღის ამბები