18 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
შეღავათები უნდა ეხებოდეს ბიზნესის ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურიზმს - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან ეკონომიკის სექტორებად დაყოფა და მხოლოდ ტურიზმის სექტორის დახმარება პრინციპულად არასწორია, რადგან კრიზისი შედეგად ეკონომიკა მთლიანად დაზარალდა.

დავით ბაქრაძის თქმით, გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, თუმცა მისით განსაზღვრული ღონისძიებები არასაკმარისია. 

"დღეს წარმოდგენილ გეგმაში არის სწორი ელემენტებიც, მაგრამ, მთლიანობაში, გეგმა არის ფრაგმენტული და ხშირად დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარი. პირველ რიგში, ეკონომიკის ასე სექტორებად დაყოფა მიგვაჩნია არასწორად, ვინაიდან, კრიზისი ურტყამს მთლიან ეკონომიკას და ეკონომიკის ყველა სექტორს. ამიტომ, უნდა იყოს საერთო ნაბიჯები, რაც კეთდება ყველასთვის და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ დამატებით  შეღავათებზე. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება უნდა იყოს საერთო და უნდა ეხებოდეს არამარტო ტურიზმს, არამედ ყველა ბიზნესსუბიექტს. ქონების გადასახადის გაუქმება წელს არის სწორი ნაბიჯი, რასაც ითხოვს და ეთანხმება ევროპული საქართველოც, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს მთლიანად ბიზნესს, ყველა სექტორს და არა მხოლოდ ტურისტულ სექტორს. საშემოსავლო გადასახადის გადავადება წლის ბოლომდე არის სწორი მიმართული, მაგრამ სანახევრო, და აქედან გამომდინარე, არასაკმარისი ნაბიჯი,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს, რომელიც სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები