18 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, სანამ რეალურ ბიუჯეტს არ ვიხილავთ - რომან გოცირიძე ტურიზმის გახსნის გეგმაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ტურიზმის გახსნის გეგმას "აბსოლუტურად დაუსაბუთებელს" უწოდებს. მისი თქმით, კრიზისული ბიუჯეტის განხილვის გარეშე შეუძლებელია იმ ღონისძიებების შეფასება, რასაც სახელმწიფო გეგმავს.

"ჩვენ თუ არ გვეცოდინება, ბიუჯეტში რა რესურსები აქვს მთავრობას, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე სუბსიდირებაზე, თუნდაც ტურიზმის დახმარებაზე, თუნდაც სესხების სუბსიდირებაზე და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, სანამ არ ვიხილავთ მის რეალურ ფინანსურ ბაზას, ეს არის ბიუჯეტი. ნებისმიერი სიტყვის, რასაც დღეს ჩვენ ვისმენთ, უკან დგას რაღაც ღონისძიება, ან ბიუჯეტს აკლდება ფული, საგადასახადო შეღავათის კუთხით ან ბიუჯეტიდან გაიცემა ფული, თუნდაც სუბსიდირების სახით. ეს ჩვენ არ ვიცით, ხოლო რაც სავალუტო ფონდმა განაცხადა გუშინ საქართველოს ბიუჯეტის შესახებ, ის აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს იძლევა იმისგან, რასაც მთავრობა დღეს ჩვენ გვპირდება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს, რაც ტურიზმის სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები