18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
რუსთავი ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების მოლოდინშია - ქალაქი 14 მაისს გაიხსნება

ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელების მოლოდინშია რუსთავი, რომელიც 16 აპრილის შემდეგ პირველად 14 მაისს გაიხსნება. რუსთავთან ერთად 4 დღეში შეზღუდვა მოიხსნება გარდაბანშიც.   

"გაამარტივებს ჩვენს მდგომარეობას. ახლა გაზაფხულია, სოფლის სამეურნეო სამუშაოები აქვს ბევრს, ნაკვეთები აქვს ხალხს. უნდა იმოძრაოს ხალხმა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "კურიერთან" საუბრისას.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, ქალაქში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად დაწესებული შეზღუდვები გათვალისწინებული იქნება.

"ბოლო დღეების მანძილზე, საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა კოვიდინფექციით დაავადების არ დაფიქსირებულა. ქალაქი სრული მზადყოფნით ხვდება 14 მაისიდან საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას. რაც მთავარია, მკაცრად იქნება დაცული ყველა ის რეკომენდაცია და წესი, რომელიც დადგენილია საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ," - აღნიშნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ.

რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელიც პირველი იყო, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება 18 მაისიდან. 

დღის ამბები