შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, COVID-19-ის პრევენციის გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.
25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც უკვე გააკეთა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა ამ სერვისით.
25 მაისიდან, ასევე, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.
უწყების ცნობით, აღნიშნული მომსახურებების მისაღებად აუცილებელია მოქალაქეები გამოცხადდნენ პირბადით.