18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ბათუმის მერია უკანონო მშენებლობების შეჩერებას არ ახორციელებს, რიგ შემთხვევებში კი ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა - აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერია უკანონო მშენებლობების შეჩერებას არ ახორციელებს, რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

"ის, რომ ქალაქში ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს ამაზე მთელი ქალაქი საუბრობს. ეს სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხია. გუშინ განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ამ ქალაქში მერისადმი უნდობლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ მშენებლობებში დიდი ალბათობით, კორუფციის ნიშნებია ჩარეული. სხვა ახსნა არ არსებობს- აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ცეცხლაძე კი ამბობს, რომ ყველა მშენებლობა თვითნებურად ხდება. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

"მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ამასთანავე, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული," - აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები