იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, წყალტუბოში მშენებარე იუსტიციის სახლს ეწვია და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი იუსტიციის სახლი წყალტუბოში შემოდგომაზე გაიხსნება. შენობაში საქორწილო დარბაზი და სახურავზე ღია კაფე გაკეთდება.
"ჩვენ უკვე შემოდგომაზე შევძლებთ, რომ წყალტუბოელებს გავუხსნათ იუსტიციის სახლი, სადაც ისინი მიიღებენ არამხოლოდ 400-ზე მეტ სერვისს, არამედ პირველად ექნებათ ამ სივრცეში ასევე, ამ ისტორიული შენობის სახურავზე მოეწყობა საზაფხულო კაფე, რაც შეიძლება მიზიდულობის ადგილი შეიძლება გახდეს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
იმერეთში, წყალტუბოს გარდა, იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს სამტრედიასა და თერჯოლაში.