ბათუმში გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისი გახსნა. პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ამ გაერთიანების პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, მაღალმთიანი აჭარის ბაზარში კონტრაბანდული სიგარეტის შედინებაზე ისაუბრა.
ვაშაძე პრობლემაზე საუბრობს და ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.
"ჩვენ ვივლით სოფელ-სოფელ და კარდაკარ, რომ ქვეყანაში დაიწყოს აღმშენებლობის პროცესი,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა მთავარი პრიორიტეტია.